|
2024-06-26 17:20:37, 504 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს, გარდაბნის რაიონში, ბრალდებულმა სამართალდამცავმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, დაზარალებულის საკუთრებაში არსებული ავტომობილი რკინის საგნით დააზიანა, ამის შემდეგ კი - იგივე საგნით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩაატარა. გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ავტომობილი, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება, რის შემდეგაც, დაცვის პოლიციის ინსპექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)