|
2024-06-26 13:32:02, 384 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია - მხარს ვუჭერ ერთიანობის დეკლარაციას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას მხარს უჭერს. როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, უნდა შეიქმნას "ერთიანი, დიდი კოალიცია". "ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო რაც შესაძლებელია. ვუჭერ მხარს ერთიანობის დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და ვუჭერს მხარს ჩვენს წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ნუ შეგვეშინდება ძალადობის, ნუ შეგვეშინდება საზიზღრობების იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამაში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას. ცნობისთვის, გუშინ, 25 ივნისს 6-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. დღეის მდგომარეობით, დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი- მეტი თავისუფლება", პარტია "ახალი", "ლელო", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი".
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)