|
2024-06-25 16:43:53, 291 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - გვარამია ლანძღავდა ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებს
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დაწყებია. რომ არაფერი გავიხსენოთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე, არა იმიტომ, რომ ეს გახსენებად არ ღირს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი, თანამედროვე რამდენიმე წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, ისეთ ფაქტებს წავაწყდებით, შეძრწუნდება ადამიანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დღეს გაერთიანებას ცდილობენ. „ნიკა გვარამია ჯერ იყო და ისეთი სიტყვებით ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, რომლის წარმოთქმაც კი ადამიანს გეუხერხულება, აქეთ ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ და დღევანდელი მოცემულობა როგორი არის, საზოგადოებამ კარგად იცი. მათი მედროშე ზურაბიშვილის ფანჩატურში, რომელსაც სავსებით სამართლიანად „ომის ქარტია“ ვუწოდეთ ჩვენ, ცდილობენ ეს ძალები გაერთიანებას. ცოტა უჭირთ, ეტყობათ აშკარად, რომ დავალება აქვთ მიღებული ქვეყნის ფარგლებს გარედან, მაგრამ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ეს უსამშობლო ადამიანები გარკვეულწილად გაერთიანებას ახერხებენ და საინტერესოა ის, თუ ვინ არის რეალურად მათი მედროშე - ზურაბიშვილი, რომლის „მარგალიტებიც“ კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის?“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)