02:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 21:37:49, 398 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - საქართველოს მთავრობისთვისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ

განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, პარალელურად, გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელი აღნიშავს, „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს.

„ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო - არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 წევრი ქვეყანა.

არ გვაქვს ერთსულოვნება, თუმცა არც გვჭირდება ის ვითარების პოლიტიკური შეფასებისას. ჩვენ ვიცით, რომ ეს დინამიკა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და დღეს მინისტრების უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან“, - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics