02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 14:52:43, 317 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ხუთშაბათს, ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დებატები გაიმართება

მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, დებატები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს დებატები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ისაუბრონ იმ მავნებლურ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები არის ასევე შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ დაამარცხონ რუსული ოცნება“, - განაცხადა ანა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics