2024-06-24 13:54:21, 377 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სამხრეთ კორეაში, ქარხანაში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი, ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა.
როგორც Reuters-ი ადგილობრივ მეხანძრეზე დაყრდნობით წერს, რა გამოიწვია აფეთქება, გაურკვეველია, თუმცა ხანძარი სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწარმოში, სადაც დაახლოებით, 35 000-მდე ელემენტი ინახებოდა, აფეთქება მოხდა.
აფეთქება ჰვასონგში, დედაქალაქ სეულის სამხრეთით მდებარე ქარხანა Aricell-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში 48 თანამშრომელი მუშაობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,