02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 12:49:29, 371 ნახვა

პოლიტიკა
ცაჰკნა - საქართველოსთვის EU-ის მიმართულებით არ იქნება რამე სახის შემდგომი ნაბიჯი, თუ მთავრობა მოქმედებებს არ შეცვლის

საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით არ იქნება რამე სახის შემდგომი ნაბიჯი, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს, თუ უკან არ წაიღებს "უცხოელი აგენტების" კანონს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ცაჰკნას თქმით, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს სხვადასხვა ზომის სია, რომელიც კომისიამ მოამზადა.

"დღეს სამწუხარო დღეა, რადგან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ. საქართველოს მთავრობა არ მიდის ევროკავშირის მიმართულებით, არამედ პირიქით. ხვალ კი დიდებული დღეა, რადგან ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასთან და ასევე დასავლეთ ბალკანელებთან...

პირველი მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის არის, რომ არ იქნება რამე სახის შემდგომი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს, თუ უკან არ წაიღებს "უცხოელი აგენტების" კანონს. არის სხვადასხვა ზომის სია, რომელიც კომისიამ მოამზადა. ასევე იქნება საუბარი საქართველოში სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერაზე, იქნება საუბარი შენგენის ვიზის აკრძალვაზე მაღალჩინოსნებისთვის, ბევრი სხვა ასპექტი. ასე რომ, საქართველოსთვის სიტუაცია სერიოზულია და ყველა ეს პასუხისმსგებლობა არის საქართველოს მთავრობაზე, რადგან საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირისკენ გზას. ერთი თვის წინ, ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი საქართველოში და ვხედავთ, რაც ხდება. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზომების მიღება და გვჭირდება სიცხადე“,- ამბობს მარგუს ცაჰკნა. 

ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics