|
2024-06-24 12:05:06, 495 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - თუ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს იმავე გზას, რასაც აკეთებს, კარი დაიხურება
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს ახლა, ეს კარი დაიხურება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს საორიენტაციო დებატები გაიმართება და გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. "საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება. ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმავე გზას, განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს ახლა, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის საფასურს, ხალხი იზარალებს. ფაქტია, რომ ევროპული პერსპექტივა, შესაძლოა, შემცირდეს ან დაიხუროს. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ევროკავშირის კარი ღია არ იქნება. დღეს მე დოკუმენტს წარვუდგენ მინისტრებს, სადაც განვმარტავ სხვადასხვა საკითხს, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა ეს არ გაგრძელდეს საქართველოში. დღეს გადაწყვეტილებები არ იქნება, რადგან დღეს საორიენტაციო დებატებია. როგორც ვთქვი, მაგიდაზე დავდე სრული ანალიზი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ამას მინისტრები განიხილავენ. ასე რომ, დღეს ნუ ელოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ეს არის პოლიტიკური ორიენტაციის დებატები, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ზომების მიღება. მაგალითად, "ევროპის სამშვიდობო ფონდის" მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა ან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, ფინანსური მხარდაჭერის გარკვეული ნაწილის შეწყვეტის განხილვა, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება",- ამბობს ბორელი. ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)