16:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 11:34:25, 795 ნახვა

ეკონომიკა
მომხმარებელს ელექტრონული სერვისით სასტუმროებში თავისუფალი ნომრების შემოწმება და ონლაინ დაჯავშნა შეეძლება

"თიბისი ბანკის"  სათაო ოფისში  კომპანია  "პროსერვისის" ორგანიზებით,  „თიბისი ბანკისა“ და საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის - "სასტუმროების მართვისა და ონლაინ  დაჯავშნის სისტემების" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის  ეროვნული ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი  გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის  ექვაირინგის  განყოფილების უფროსი ნიკა  კიკვაძე და საქართველოში მოქმედი  სასტუმროების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია  კომპანია პროსერვისი-ს დირექტორმა  რევაზ ნატროშვილმა წარადგინა.

პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე  და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო  ტურისტული ბიზნესის  ხელშეწყობას. პროექტის  მთავარ სეგმენტს  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  განთავსებული სასტუმროები  წარმოადგენენ.

ელექტრონული სერვისით, სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ  სასურველ  სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი  გადახდის, ასევე ადგილზე მოგვიანებითი  გადახდის პირობით.

შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა  იმ სასტუმროებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვებგვერდი. პროექტის ფარგლებში, ასეთი სასტუმროები  "სასტუმროს მართვასა და  ონლაინ დაჯავშნის სისტემის"  პროგრამულ  უზრუნველყოფასთან ერთად, ვებგვერდს და 1 გბ ჰოტინგს მიიღებენ.

"დღეს თითქმის ყველა სასტუმრო სარგებლობს  საერთაშორისო დაჯავშნის  სისტემებით, რომლებიც შუამავალ აგენტებს წარმოადგენენ. თუმცა, ამ პორტალებთან საკომისიო  საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ განვითარებასა და  რენტაბელური ფასები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სისტემის მომხმარებელთათვის  გათვალისწინებულია მხოლოდ  ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი, რაც არ გულისხმობს  დამატებით საკომისიო  გადასახადს მიუხედავად იმისა,  რამდენი სტუმარი  ისარგებლებს  ონლაინ დაჯავშნით",-განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რევაზ ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სასტუმროების  მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის დანერგვისათვის, კარგი  გადაწყვეტილებებია მიღებული. 

"დღეს ჩვენ ვნახეთ კომპანია "პროსერვისის" პრეზენტაცია, საკმაოდ კარგი, სისტემური გადაწყვეტილებებია წარმოდგენილი  სასტუმროების  მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის დანერგვისათვის, ვიმედოვნებ, კერძო სექტორი აღნიშნულ შეთავაზებას ძალიან მალე გაეცნობა და, შესაბამისად,  ეს სისტემა იქნება სისტემა, რომელიც მიეხმარება როგორც ჩვენი  სასტუმრო ბიზნესის განვითარებას, ასევე ტურისტული ნაკადების წვდომას საქართველოს მიმართულებით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი დღეს თვითონ ჯავშნის სასტუმროებს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად და  როგორ უნდა იმოგზაუროს და შესაბამისად, სისტემები,  რომლებიც ტურისტებს ეხმარება, რომ მათ დაჯავშნონ ონლაინში სასტუმროები, გაეცნონ მაქსიმალურად იმ სერვისებს, რასაც სასტუმროები სთავაზობენ მათ. არის ინტეგრირებული როგორც მართვა დაჯავშნა, ასე ბუღალტერია, რასაც მივესალმებით",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წარმოდგენილ სიახლეს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორიც მიესალამება:

"თიბისი ბანკის სათაო ოფისში შედგა შეხვედრა, რომელიც სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის პრეზენტაციას მიეძღვნა. იქედან გამომდინარე, რომ სასტუმრო ბიზნესები და სერვისი საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დარგია, თიბისი ბანკი ამ სერვისებთან დაკავშირებით არის სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მომსახურება უფრო კომფორტულად მიიღონ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

"სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის"  ინტეგრაცია სასტუმროებისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია  ტრენინგები თბილისსა და  სხვა ქალაქებში პროგრამის  ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის. ტრენინგები პროსერვისის ტექნოლოგიური  ექსპერტების მიერ უსასყიდლოდ ჩატარდება .

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics