2024-06-22 14:23:57, 388 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძარია, მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან - არის მსხვერპლი
საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძარია, მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 55 წლის მამაკაცი პელოპონესის ნახევარკუნძულზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 120 მეხანძრე და ათობით ერთეული ტექნიკა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,