14:00 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 16:32:45, 450 ნახვა

მსოფლიო
მედია - ამერიკელი სენატორები რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვენ

ამერიკელმა სენატორებმა - „დემოკრატმა", რიჩარდ ბლუმენტალმა და „რესპუბლიკელმა", ლინდსი გრეჰემმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება დააინიცირეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთი შეუერთდება სიას, რომელშიც ასევე შედის კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

„რუსეთი იმსახურებს ყოფნას მკვლელობის ჩამდენი სისასტიკის ამ პატარა, შერჩევით კლუბში“, - განაცხადა ბლუმენტალმა.

როგორც სენატორებმა აღნიშნეს, მათ „პირველად დაინახეს ტერორიზმის ის სახეობა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა და დააფინანსა მთელს მსოფლიოში“ ბუჩაში, უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს.

„კანონპროექტი აშშ-ს საშუალებას მისცემს, დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის, მათთვის, ვინც რუსეთთან ბიზნესს აწარმოებს და აშშ-ის სასამართლო სისტემას გზას გაუხსნის, სამართლიანობა მოძებნონ პუტინის ბარბაროსული ქცევის მსხვერპლთათვის“, - განაცხადეს სენატორებმა.

ბლუმენტალმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან „თავშეკავება დაკარგა“, ხოლო „ეს გზავნილი მსოფლიოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია მორალური თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული შედეგი“.

გრეჰემის თქმით კი, ეს კანონპროექტი უკრაინისთვის „მორალური სტიმულის“ მიცემას გულისხმობს.

სენატორებმა კანონპროექტი მას შემდეგ დააინიცირეს, რაც რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი მოაწრეს შეთანხმებას - ორმხრივი უსაფრთხოების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics