03:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 10:36:02, 560 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გიორგი ქ-მ,14 თებერვალს, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა ირაკლი ღ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გიორგი ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ქ-მ მიმდინარე წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა 1977 წელს დაბადებული ირაკლი ღ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გიორგი ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics