|
2024-06-20 12:54:42, 504 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - „გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა - ხალხმა საბჭოთა მმართველობა უნდა დაასრულოს
"გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა საქართველოში "საბჭოთა მმართველობა" უნდა დაასრულოს. "გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია. 26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს საბჭოთა მმართველობა საქართველოში!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)