2024-06-15 16:06:40, 410 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ ბელგიის თავმჯდომარეობის განცხადებაზე - ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
სანდუს თქმით, ეს მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
"მოხარული ვარ, მივესალმო ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის განცხადებას, მოლდოვასა და უკრაინასთან პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციების შესახებ, რომელიც 25 ივნისს გაიმართება. ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპისკენ", - წერს სანდუ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,