04:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 15:12:56, 421 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. 

ზურაბიშვილი ულოცავს უკრაინას და მოლდოვას და აღნიშნავს, რომ "ევროპელი ქართველი ერი" მალე მათ რიგებს შეუერთდება.

"ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!

გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევაზე

დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.

გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics