20:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 15:15:24, 1124 ნახვა

ეკონომიკა
არქი თაუერის სავაჭრო ცენტრს კიდევ ექვსი ბრენდი შეემატა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე არქი თაუერის სავაჭრო ცენტრს, ექვსი ახალი ბრენდ-მაღაზია  შეემატა -  „Brandan“, „Aurelka“ (orthopedic shoes), „Orange Elephant“, „Akimov“, „ნინუცას აქსესუარები“ და „Megatechnica“.

როგორც სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტში აცხადებენ, ცენტრში განთავსებული თხუთმეტივე ბრენდ მაღაზია, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, მომხმარებელს სხვადასხვა ფასდაკლებებს და აქციებს შესთავაზებს.

სავაჭრო ცენტრში მისულ მომხმარებელს, დახვდება მრავალფეროვანი არჩევანი როგორც სახლის გემოვნებიანად მოსაწყობად, ასევე სხვადასხვა ტიპის საინტერესო პროდუქციის შესაძენად: სახლის ავეჯი და დეკორაცია, ჭურჭელი და სახლის აქსესუარები, ოთახის განათება, საოჯახო ტექნიკა, სათამაშოები, ქალის სამკაული და თეთრეული, ფიტნესი და სპორტული ტანსაცმელი.

„ალბათ ხშირად გიჩნდებათ კითხვა თუ სად შეარჩიოთ ყველაზე ორიგინალური ნივთი, როდესაც ახლობელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვას გადაწყვეტთ, ან ახალ ბინაში გადადიხართ და სახლის გემოვნებიანად მოწყობა გსურთ. პასუხი მარტივია - უბრალოდ უნდა ესტუმროთ ჭავჭავაძის გამზ. #37ლ-ში მდებარე არქი თაუერის სავაჭრო ცენტრს. აქ ყველაფერია თქვენი სახლისთვის, საყვარელი ადამიანისთვის და ბავშვებისთვის“, - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

7500 კვ. მეტრზე განთავსებულ სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ფუნქციონირებს ქართული და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სავაჭრო ობიექტები:

სუპერი - ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბრენდი, წარმოდგენილი როგორც ჭურჭლის ხაზით, ასევე სახლის აქსესუარებითა და მრავალფეროვანი სათამაშოებით.

ჩემი სახლის ლაბორატორია - საერთაშორისო კორპორაცია ICR გთავაზობთ ორიგინალური აქსესუარების მაღაზიას,  რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების სტილის შექმნაში.

English Home – ბრენდი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს ინგლისური დახვეწილი სტილის საოჯახო თეთრეულითა და სახლისათვის საჭირო აქსესუარებით.

ასპრია - საქართველოში ყველაზე ცნობილი და თანამედროვე სტანდარტების მქონე პირველი ქსელური ფიტნეს კომპანია.

ლოტო - მომხმარებელს სთავაზობს მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

პენტი - მომხმარებელს სთავაზობს ქალის თეთრეულის ფართო ასორტიმენტს, კოლგოტებს, საცურაო კოსტუმებს, პლაჟის აქსესუარებს, ჩუსტებს, ბავშვისა და მამაკაცის წინდებს.

პროლაითი - მაღაზია, რომლის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მოიცავს, როგორც ტექნიკურ, ასევე, დეკორატიული გამოყენების თანამედროვე სტილის სანათ საშუალებებს.

LifeSyle - ბრენდი, რომლის ავეჯის ხარისხი და კლასიკური ესთეტიკა განაპირობებს იმას, რომ ის არ ექვემდებარება მოდასა და წარმავალ ტენდენციებს, არამედ შექმნილია კომფორტისთვის დღეს და მომავალში.

Mandarina - საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ქსელი, რომელიც ქალბატონებს საშუალებას აძლევს შეიძინონ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დახვეწილი და გამორჩეული სამკაული.

Brandan - სამზარეულოს განსხვავებული ტიპის აქსესუარების იტალიური ბრენდი.

Aurelka (orthopedic shoes) - ბავშვის ორთოპედიული ფეხსაცმელი.

Orange Elephant - გასართობი კუთხე ბავშვებისთვის.

Akimov - ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნაწარმი.

ნინუცას აქსესუარები - ხელნაკეთი სამკაულები და ზამთრის აქსესუარები.

Megatechnica - ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც გამოირჩევა ტექნიკის მრავალფეროვნებით, დაბალი ფასებით და მაღალი ხარისხით.

სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე ასევე ფუნქციონირებს წარმატებული ჰიპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების ბრენდი „ვენდისი“.

აგრეთვე, პირველ სართულზე წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები და სერვის ცენტრები: „ვითიბი ბანკი“, „ვილეროი და ბოხი“,  „ფარმადეპო“, „ჩაიმანია“, „Hello Kitty“ და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics