|
2024-06-14 12:18:17, 485 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია პაპაშვილზე - ეს ადამიანი დაფინანსებულია
ეს ადამიანი დაფინანსებულია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც აქტივისტმა, ბექა პაპაშვილმა მას "რუსი მონა" დაუძახა. როგორც ოდიშარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, თმენის ვალდებულება არ აქვს, თუმცა აქტივისტმა "წყობიდან ვერ გამოიყვანა". "ეს ადამიანი დაფინანსებულია, რა უნდა გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში, სუპერმარკეტში. გამოიარა 150-მეტრიანი სივრცე, სადაც დახლებით არის გადატვირთული სივრცე და ერთი ცალი პროდუქტი არ ეჭირა ხელში და მოვიდა ჩემთან ბოლოში... როგორც კი მან მე დამიძახა "რუსეთის მონა", მე მას მივანიშნე, რომ აქ რუსული არის მხოლოდ ერთი სიტყვა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახირებაც არის ეს ადამიანი. ახლა არ დამიწყოს არავინ, რომ თმენის ვალდებულება მაქვს - მანახეთ, სად წერია თმენის ვალდებულება, რომ მე მონა მეძახოს ვინმემ... მე ეს რამდენჯერმე გავუმეორე მას. ის ცდილობდა ჩემთან მოახლოებას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ბედავდა ეს ადამიანი - აქ, ჰქონდა ყანყრატოზე მიბჯენილი ეს მობილური ტელეფონი და სწორედ ამიტომ ისმის მისი ხმა და არავისი სხვისი. საბოლოო ჯამში, მას ეტყობა, ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა, რომ მე წყობიდან ვერ გამომიყვანა. კი ბატონო, ჩემი თანმხლები პირები - რა დაცვაზე მელაპარაკება, ვისგან მჭირდება მე თბილისში დაცვა?!" - თქვა ოდიშარიამ. კითხვას - თქვენ აცემინეთ ბექა პაპაშვილი? - დეპუტატმა ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა, არა. საერთოდ, უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში გინებაზე, მით უმეტეს დედის გინება, ჯერჯერობით არავის არ აუკრძალავს, რომ მიიღოს ის პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს. მოწმე არის იქ უამრავი, ჩვენ არ შეგვიგინებია, მას უბრალოდ იმ ტერმინს ვუწოდებდი, რაც არის, რაც ეკუთვნის ერთჯერადი მოხმარების საგანსა და ადამიანს... მას ჩამოერთვა მომწამვლელი გაზი, რომლითაც ის იყო ჩასაფრებული. კამერებზე ეს ყველაფერი არსებობს. ის უსაფრდება პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს შურისძიების მიზნით. ამაზე პასუხს რომ გამცემს, მერე მიიღებს პასუხს ყველაფერზე... ჩემს შვილზე იძახის ზონდერიაო... ჩემი შვილების ფრჩხილად არ ღირხართ თქვენ, ის ნაძირლები, რომლებიც 100 დოლარის გულისთვის სამშობლოს ყიდით - 500-სთვის დედასაც გაყიდით და კი გაყიდა ზოგიერთმა",- განაცხადა ოდიშარიამ, რომელმაც მედიასთან კომენტარის დროს, აქტივისტი ბექა პაპაშვილი სიძულვილის ენის გამომხატველი სიტყვებით არაერთხელ მოიხსენია. შეგახსენებთ, აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში "რუსო მონა" დაუძახა, 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. აქტივისტმა სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)