|
2016-02-15 15:31:53, 761 ნახვა
ეკონომიკა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით. ორშაბათიდან, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია და სხვა წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ესტუმრებიან ყველა რეგიონს და დეტალურად გააცნობენ დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა დეტალს“, - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, პირველი საინფორმაციო შეხვედრები დღეს კახეთში შედგება. კერძოდ, თელავში, საკრებულოს დარბაზში, გურჯაანში კი, გამგეობის დარბაზში. ამასთანავე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში რეგიონებში არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით: ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადგილზე მიიღებს პროგრამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;უსასყიდლოდ ისარგებლებს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით; დაინტერესების შემთხვევაში გადამისამართდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე www.qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით; ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი; დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა; საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება; ბიზნესის კეტებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება. ზოგადად პროგრამის ეფექტურობას ცხადყოფს პირველი რაუნდის მონაცემებიც, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა“, - ნათქვამია მეწარმეობის განვითარების სააგენტო განცხადებაში.
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)