12:05 - 02 Nov, 2026
|
2024-06-10 11:43:37, 459 ნახვა
პოლიტიკა
საელჩო - ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელ X-ზე ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ბრიტანეთი „არჩევნების" ლეგიტიმურობას არ აღიარებს. „დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში", 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - წერს საელჩო. შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)