|
2024-06-09 22:06:23, 450 ნახვა
პოლიტიკა
ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ესტონეთი, ლატვია და ისლანდიაც გმობენ
ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ესტონეთი, ლატვია და ისლანდიაც გმობენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ "არჩევნები" არალეგიტიმურია და ის არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ასევე, მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. "ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში. ე.წ. არჩევნებს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ლატვიაც. განცხადებაში ლატვია რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიას მოუწოდებს, უკან წაიღონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარება", ასევე, მიმართავს რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ "არჩევნებს" გმობს ისლანდიაც. "რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)