08:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-08 17:04:55, 489 ნახვა

პოლიტიკა
ბოლქვაძე - პარლამენტი კვლევას ჩაატარებს, რათა ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ დამცავი მექანიზმები შემუშავდეს

პარლამენტი კვლევას ჩაატარებს, რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, დემოკრატიულ ქვეყნებში მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა დასჯადია.

"იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!

დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა!
კანონი ითვალისწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით!

საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში", - წერს ელისო ბოლქვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics