2024-06-08 16:55:07, 397 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ძალადობა ვერ განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს, ჩემი სოლიდარობა დანიის პრემიერ-მინისტრს
შოკირებული ვარ დემოკრატიულად არჩეული კიდევ ერთი ლიდერის მიმართ განხორციელებული ფიზიკური აგრესიით, - ასე გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი დანიის პრემიერ-მინისტრზე მომხდარ თავდასხმას.
ბორელმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენს სოლიდარობა გამოუცხადა.
„შოკირებული ვარ დემოკრატიულად არჩეული კიდევ ერთი ლიდერის მიმართ განხორციელებული ფიზიკური აგრესიით, ვგმობ ამას. ჩემი სოლიდარობა დანიის პრემიერ-მინისტრს. ძალადობა ვერ განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს“, - წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,