|
2024-06-07 16:31:47, 477 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - შეეცადეთ, ამ ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ
მე მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო, იფიქროთ მომავალზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე ის მიმართავს "ქართულ ოცნებას", რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვონ. "ვკითხულობ „ქართული ოცნების" განცხადებებს და კიდევ ვერ ხვდებიან საკუთარი თავი და ქვეყანა რა მასშტაბის მავნებლობაში ჩააგდეს. ვიდრე ამ სულელურ განცხადებებს გააკეთებთ, ის მაინც იკითხეთ, სად ან ვინ არიან ის პოლიტიკური ლიდერები ან მთავრობები, ვინც ამერიკას ამ ფორმით დაუპირისპირდა. ან რა სუვერენიტეტს იცავთ თავისუფლების ფლაგმანი ქვეყნისგან, ამერიკისგან, ან რა ურთიერთობის გადახედვას აპირებთ ამერიკასთან რომელიც არის ერთიანი, სუვერენული საქართველოს მხარდამჭერი და დამცველი? ან ვის ატყუებთ, რომ თქვენ კანონის მიღების და პოლიციელები წესრიგის დაცვისთვის დაგასანქცირეს? მართლა მაინტერესებს, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, რომ 20-25 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკისგან იცავთ საქართველოს, როცა რუსეთის ყოველდღიურ ბორდერიზაციაზე და მკვლელობებზე ხმა არ ამოგიღიათ არასდროს? თქვენ იმ მასშტაბის შარს გადაგყარათ ივანიშვილმა, რომ ის დროა ამისთვის მის მიერ წინასწარ დაპირებული კომპენსაციები აიღოთ და გაერიდოთ ივანიშვილსაც და ღალატის გზაზე დამდგარ თქვენს პარტიასაც. მე მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. თქვენ კი შეეცადეთ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ ამ ქვეყანაში", - განაცხადა მანჯგალაძემ.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)