|
2024-06-07 14:45:15, 570 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ 3 მლნ ლარზე მეტი გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადახდისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც მან 2014-2018 წლებში განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში 3 098 967 ლარს. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)