13:03 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 14:06:30, 445 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! - ასეა დღევანდელი ოპოზიციაც

თბილისის მერი კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს „უსამართლოს“ უწოდებს. 

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების „ერთგვარი წახალისებაა“.

„მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულებაა. ვერავინ ახსნის ბუნებაში, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას ან ევროპულ ღირებულებებს. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რეალურად რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს. ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სანქციებთან დაკავშირებით გაჟღერდა, ერთგვარი წახალისებაა გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ. ასეა დღევანდელი ოპოზიციაც - არის ნული. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხოთ და ის გეტყვით ზუსტ შეფასებას რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაანონსებულ სანქციებთან დაკავშირებით, კახა კალაძე აცხადებს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ ჯერ კიდევ 2008 წელს, თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინა.

„დროებით შეიძლება გაიხარონ ადამიანებმა. ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები,  ჩვეულებრივი მოღალატეები. მოღალატეობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. 2008 წელს თავიანთი მოღალატეობრივი ქმედებებით დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, ეს მათი და მათი უგუნური პოლიტიკის დამსახურებაა. ის რეზოლუციებიც, რომელთაც ხელი მოაწერეს, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალს თავს დავესხით, მოღალატეობრივი ქმედებებია. ამ ყველაფრის შემოქმედი ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც დღეს სხვადასხვა დასახელების პარტიებად არიან წარმოდგენილი, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ოქტომბერში გასცემს საკადრის პასუხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics