16:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 13:53:25, 595 ნახვა

ეკონომიკა
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.8 %-ით შემცირდა

იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.8 %-ით შემცირდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2016 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 66.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 162.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (8.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის იანვარის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა. 2016 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.9 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (24.3 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics