2024-06-07 10:27:42, 404 ნახვა
მსოფლიო
მედია - სომხეთში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა [ვიდეო]
ერევანი-სევანის ავტომაგისტრალის ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულებიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში არიან, ასევე კიდევ 4 დაშავებული სტაბილურად, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,