2024-06-06 20:46:04, 445 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერი - რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა შეიძლება გახდეს ჩვენი ახალი მსოფლიო ომი
რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა შეიძლება გახდეს ჩვენი ახალი მსოფლიო ომი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.
საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთის ქმედებებს „განხეთქილების დათესვისკენ მიმართული გარე მანიპულაციები“ უწოდა.
"რუსეთის ჩარევა არის საწამლავი, რომლითაც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას", - განაცხადა ატალმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,