2024-06-06 16:43:28, 539 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა საფრანგეთში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.
"ნორმანდია. წინ არის მნიშვნელოვანი მოვლენები და შეხვედრები ჩვენი სახელმწიფოსა და ყველას ერთიანობის გასაძლიერებლად, ვინც პატივს სცემს ადამიანურ ღირებულებებსა და ცხოვრებას", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,