|
2024-06-06 09:50:43, 468 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - განვაცხადეთ, რომ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას - არსებობს პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა
არა უმეტეს ორი კვირის წინ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას - არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. როგორც მილერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, გადახედვას ექვემდებარება მათ შორის ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ. "საუბარია 390 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოს გასულ წლებში გადავეცით დახმარების სახით და ამის გადახედვა მიდის. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აღნიშნულს ვსწავლობთ, როგორ და როდის უნდა განვახორციელოთ. ასე რომ, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ, მაგრამ დღეს არა... საბოლოო ჯამში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აანალიზებს სხვების მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში ამზადებენ და ეს ხდება სააგენტოების წარმომადგენელ კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, სახელმწიფო მდივანი ამ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)