11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 15:41:02, 285 ნახვა

საზოგადოება
მერია - თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიხსნა

თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის მორიგი შეხვედრა გაიხსნა. შეხვედრა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გახსნა. 

„2021 წელს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მადლობას ვუხდი იუნესკოს, რომელმაც მისი განხორციელება გვანდო და სამუდამოდ დაგვიტოვა წიგნის ერთ-ერთი დედაქალაქის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ქსელის შეხვედრები ახალი იდეებისა და გამოწვევების დასაწყისი იქნება. თბილისის მერია და მთელი ჩვენი გუნდი ამ პროექტის დიდი მხარდამჭერები ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მადლობას მოვახსენებ სტუმრობისთვის ქსელის ყველა წევრი ქალაქის წარმომადგენელს, ხოლო 2024 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქს, სტრასბურგს წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ანდრია ბასილაიამ.

ქსელის შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ხელმძღვანელი, იან დენისონი და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივები 2024-25 წლების განმავლობაში, რაც განავითარებს წიგნის სფეროს, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებასა და დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს, რათა ჰქონდეთ ინფორმაციისა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ქსელის წევრი ოცი ქალაქის წარმომადგენელთა ვიზიტი, დამატებით, ახალ კარს გახსნის ქვეყნისა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირქტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

ქსელის შეხვედრას ესწრებიან პროექტის გასული წლების მასპინძელი 20 ქალაქის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ გაწეული სამუშაოების ანგარიშს, განიხილავენ ახალ გამოწვევებს, მათი გადაჭრის მეთოდებს, სამომავლო პარტნიორობას, დაფინანსების მოპოვების გზებსა და სხვა საკითხებს. დაგეგმილი პროგრამები წარმოადგინეს 2024 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქ სტრასბურგიდან და რიო დე ჟანეიროდან ჩამოსულმა სტუმრებმა. ეს უკანასკნელი პროექტს 2025 წელს უმასპინძლებს.

იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრას თბილისი მეორედ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი დაასრულა. 2023 წელს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული შეხვედრისას, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად აიღო ქსელის წევრობისა და მისი განვითარების პასუხისმგებლობა, რაც ერთობლივ ქარტიაზე ხელის მოწერითაც დაადასტურეს.

თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ჩვენი დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან მასპინძლობდა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ასამდე პროექტი, რომლებმაც სრულად მოიცვეს არა მხოლოდ წიგნის სფერო, არამედ საზოგადოების  უდიდესი ნაწილიც. განხორციელდა არაერთი საგამომცემლო, ზოგადსახელოვნებო, მულტიმედიური და საერთაშორისო პროექტი.

იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 25 ქალაქი ატარებდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics