10:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 12:06:45, 270 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განახლებულია მობილური აპლიკაციაც და მომსახურების მიღება Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი.

„მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც. 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშა და მგზავრები ინფორმაციის მიღებას მხოლოდ განახლებული ვებგვერდიდან შეძლებენ. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით, თბილისის სხვადასხვა რაიონის მიხედვით იქმნება მგზავრთა საინფორმაციო ბუკლეტები.

„ადამიანების გარკვეული ნაწილი მობილურ აპლიკაციას ნაკლებად მოიხმარს. სწორედ მათთვის იქმნება სპეციალური ბუკლეტები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და მათი ნომრები, ასევე, ტრანსპორტის მოცდის ინტერვალები. საინფორმაციო ბუკლეტების ნაწილი უკვე მზადაა. ბუკლეტები შესაბამისი გამგეობების სერვისცენტრებში, ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში  მისულ მგზავრებს დაურიგდებათ. გარდა ამისა, გაჩერებებზე რუკები განთავსდება, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მუშაობას აქტიურად განაგრძობს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.

„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება დავიწყეთ, ძველი ავტობუსები სრულად ჩავანაცვლეთ ახალი ავტობუსებით. ბოლოს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შევიძინეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. მათგან 50 ერთეული უკვე ემსახურება მოსახლეობას. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს. დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-ჩანაცვლების პროცესი. ჩვენ დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ზოგადად, ვმუშაობთ პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics