|
2024-06-05 12:00:23, 749 ნახვა
სპეციალური ანონსი
კალაძე - ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი 6 ივნისს გაიხსნება
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 6 ივნისს გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე განხილული იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება-განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და სხვა საკითხები. „ფორუმი სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“, ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავსი ფორუმების ჩატარებას. სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით გვეხმარება ის სიახლეები და ინიციატივები, რაც აქ ჟღერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)