2024-06-05 11:26:36, 366 ნახვა
მსოფლიო
Reuters - გასულ ღამეს, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზაში 19 ადამიანი ემსხვერპლა
გასულ ღამეს, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 2 პოლიციელია, რომლებიც სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდნენ.
მათივე ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო იერიში განახორციელა ალ-ბურეჯსა და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკებზე, ასევე ცენტრალურ ღაზაში მდებარე ქალაქ დეირ-ალ-ბალახზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,