14:06 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 11:08:38, 354 ნახვა

საზოგადოება
მერია - ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორიაზე 150 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს, ასევე, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ტოგონიძემ.

„დღეს მუნიციპალიტეტი შეუერთდა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს. აქციის ფარგლებში, სამი სახეობის ნერგები დავრგეთ, ასევე, ხდება ტერიტორიის დასუფთავება. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ხუდადოვის ტყეში ნერგები წელს კიდევ დაირგვება და მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეზე ზრუნვას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„ხუდადოვის ტყე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 40 ჰექტარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა ჩვენი ქალაქისთვის და აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში ნუ განათავსებენ უკანონოდ სამშენებლო ნარჩენებს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება გარემოზე, ქალაქსა და მის მოსახლეობაზე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ნერგების დარგვასა და დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, გამგეობის თანამშრომლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა.

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics