11:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 10:44:04, 265 ნახვა

საზოგადოება
კოკა რამიშვილის გამოფენა „პლატფორმა მოვლენისთვის“

"თიბისი კონცეპტი" და რია ქებურიას ფონდი წარმოგიდგენთ კოკა რამიშვილის გამოფენას „პლატფორმა მოვლენისთვის”. გამოფენას 7 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით "თიბისი" კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს.    

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის. ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ჟენევაში. მისი ნამუშევრები კი ინახება სხვადასხვა ქვეყნების კერძო და სამუზეუმო კოლექციებში, რომელთა შორის არის ვენეციის 53-ე ბიენალეზე ქართულ პავილიონში წარდგენილი პროექტის ერთ-ერთი ვიდეო აუდიო ინსტალაცია შავი ზღვა.

კოკა რამიშვილს მრავალ პროექტში უთანამშრომლია კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძესთან, რომელმაც ასევე შექმნა ხმოვანი ნაწილი კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევრისთვის - პლატფორმა მოვლენისთვის. მულტიმედიური ინსტალაცია, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს. ცარიელი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა იბადება გამოსახულება განსხვავებულ განზომილებებსა და შეგრძნებებში, ნოსტალგიებსა და ალუზიებში. მისი სტრუქტურა სივრცის, სინათლის, ფერის, ხმისა და დროის კავშირებით იგება. ნამუშევარი თვითონ ატარებს მისი შექმნის ისტორიას, ჰყვება საკუთარი თავის შესახებ, გადმოსცემს მსუბუქი მელანქოლიის დრამატურგიას. რაც გამოუთქმელია და ვერასდროს გადაიქცევა მყარ ფორმად, - იბადება მხოლოდ წამიერ შეგრძნებებში, ახალგაზრდის ურთიერთობაში სამყაროსთან, მასთან ერთიანობის თავისთავად განცდაში;

კოკა რამიშვილის შემოქმედება მრავალ თემას ეხება, თუმცა, მთლიანობაში შინაგანი ლანდშაფტის იდეის გააზრებას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს როგორც მედიტაციურ, განყენებულ ვიზუალიზაციას, ისე კონკრეტულსა და დოკუმენტურ მასალას.

გამოფენის გახსნა: 7 ივნისი, 18:00- 20:00 საათი.

მისამართი: "თიბისი კონცეპტი", მარჯანიშვილის 7.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics