14:01 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 20:03:57, 513 ნახვა

პოლიტიკა
როთი - სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს

კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ზე​ წერს.

როგორც როთი აღნიშნავს, საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც "ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული".

„კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს. ლგბტი-ს წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია. მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მომავლის განადგურებისკენაა მიმართული“, - წერს როთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics