|
2024-06-04 17:33:07, 450 ნახვა
პოლიტიკა
„კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ის ზოგადადაც ვალიდურია“ - ფიშერი განმარტებას აკეთებს
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, 2 ივნისს, სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც ფიშერი X-ზე წერს, ის ციტირებდა კანცლერს, კონტექსტის შემოწმება კი, ყველას შეეძლო. "დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ის ზოგადადაც ვალიდურია. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის სიტყვებს",- წერს გერმანიის ელჩი. ცნობისთვის, 2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანას ეხებოდა კანცლერის სიტყვები. აღნიშნულის შემდეგ, ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოლცის განცხადება საქართველოს ეხებოდა. რაც შეეხება თავად კანცლერის განცხადებას, შოლცი გერმანიაში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს გმობდა და ამბობდა, რომ "იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნას გაგებული".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)