09:31 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 14:41:49, 368 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს

სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მიზეზი არ არსებობს. 

„სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭიროა. თუ საუბარი იმაზეა, რატომ მივიღეთ კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუძლებელია ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

როგორც კალაძე აღნიშნავს, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ ელექტრონული ფოსტით წერილების მიღების თაობაზე. 

„ტყუილია. არ არის სწორი ინფორმაცია. ატყუებთ ხალხს, სპეკულირებთ. არანაირად სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა, იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატება გვაქვს ამ გზაზე, არის ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურება და რა თქმა უნდა, ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დასანქცირდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

კალაძის თქმით, "შანტაჟი მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყველა პარამეტრით აკმაყოფილებდა მოთხოვნებს".

„ხალხს უთხრეს, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ეს იყო შანტაჟი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, დაპირისპირება მომხდარიყო ხელისუფლების მხარდამჭერებსა და სხვა, უმცირესობაში მყოფი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. მოცემულია 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ბურთი იქნება მათ მხარეს. შესაბამისად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ცხადი იქნება, რომ პოლიტიკურად ხდება ქვეყნის დასჯა და მოლაპარაკებების გახსნის თემა იქნება პოლიტიკურად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics