2024-06-04 14:19:57, 384 ნახვა
მსოფლიო
Reuters - თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა
თურქეთის ცენტრალურ პროვინცია კაისერში თურქული სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, SF-260D-ის ტიპის სასწავლო თვითმფრინავი კაისერის ავიაბაზიდან აფრენისას გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელმაც ორივე პილოტის დაღუპვა დაადასტურა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,