2024-06-03 19:37:19, 411 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
როგორც ბავარიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის გამო სიტუაცია კრიტიკული და დაძაბულია.
ამასთან, დატბორილია დასახლებები, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს და რამდენიმე დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც მოქმედებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,