|
2024-06-03 15:08:03, 317 ნახვა
საზოგადოება
PSP მოსახლეობას სრულიად ახალ სააფთიაქო კონცეფციას სთავაზობს
PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და დღესაც კომპანია, ისევე, როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე, აგრძელებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას. PSP სთავაზობს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს. პირველი ზუსტად ეს აფთიაქი იყო, მაშინ, როცა ბრენდმა დაიწყო განვითარება. 2017 – 2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოცვა ისე მისი ფორმატების ცვლილება, რათა მომხმარებელს მიეღო მაღალი ხარისხის სერვისი, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და შოპინგის ახალი გამოცდილება. დღეს PSP თვეში 2 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ჩვენს ქსელში ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წლიდან წლამდე ვითარდება და უმჯობესდება კომპანიის ონლაინ პლატფორმა, რომელსაც თვის მანძილზე 500 ათასზე მეტ ადამიანი სტუმრობს. დღეს კომპანია 2017 წელს შემუშავებული სააფთიაქო კონცეფციის ახალ ვერსიას სთავაზობს მოსახლეობას. კონცეფცია სრულიად მორგებულია ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს: აგრძნობინოს მომხმარებელს თავი სრულიად განსხვავებულ გარემოში, გაუმარტივოს მას ყიდვის პროცესი და დაუზოგოს დრო.
ახალი კონცეფციის მქონე აფთიაქი მომხმარებელს უმარტივებს პროდუქციის ძებნას, სივრცეში შემოთავაზებული პროდუქცია ისეა განლაგებული, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებელს ზედმეტი ძებნის გარეშე შეაგროვებს მისთვის საჭირო ყველა პროდუქტს. ვიზუალურად მკაფიოდ გამოყოფილი ნავიგაციები, კიდევ უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის ამ გამოცდილებას. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი პენსიონერია, ჩვენი სააფთიაქო ქსელი, თვის ჭრილში 300 ათასზე მეტ პენსიონერს ემსახურება. სწორედ მათი გამოცდილების გასამარტივებლად მოცემულ სივრცეში მოთავსებულია სააფთიაქო რობოტი, რომელიც ყიდვის პროცესს უფრო მარტივს და სწრაფს ხდის. აფთიაქში, გარდა რობოტისა, გვაქვს უამრავი სიახლე ახალი თავის მოვლის ბრენდების სახით, მათ შორის არის წარმოდგენილი ნიშ პარფიუმის სუნამოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)