|
2024-06-03 14:20:30, 379 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის ერთი დაჯგუფება, რომელსაც ერთი პატრონი ჰყავს
ეს არის ძალიან მაგარი რამე და დამამტკიცებელი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებულ ქარტიას. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული „რადიკალები არიან". „ჩვენ მივესალმებით ამას. ვამბობდით, რომ ეს დაჯგუფება, რაც არის რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, წარმოადგენს ერთ დაჯგუფებას, რომელსაც ერთი პატრონი ჰყავს. ისინი საკუთარი თავით არ მოქმედებენ. რასაც ეუბნებიან, რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. ესეც ძალიან მაგარი რამეა და დამამტკიცებელი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ. შეიძლება სხვადასხვა პარტიების სახით არიან წარმოდგენილი, მაგრამ ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. მათ ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდათ. ვიღაც შეიძლება პოლიტიკაში არ ყოფილიყო, შესაძლოა ბიზნესში იყო, მაგრამ მას თავისი ფუნქცია ჰქონდა, როგორ უნდა ემოქმედა, როგორ უნდა გაეუბედურებინა ხალხი და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამას მივესალმებით, მათი ერთად შეყრა არის ძალიან მაგარი რამე და ყველაფერი გამოჩნდება ოქტომბერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)