12:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 13:28:06, 284 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს იქ, სადაც დასკვნაა გაკეთებული, რომ არ შეიძლება

ქალაქს აქვს თავისი გენერალური გეგმა და ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება ქალაქის ურბანული განვითარება, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. 

მისივე თქმით, თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელთა განაშენიანება შესაძლოა, საშიში იყოს, ამიტომ იქ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. 

„ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სადაც არის დასკვნა გაკეთებული და მითითება მიცემული, მაგალითად, ვერეს ხეობა, სადაც არ შეიძლება მშენებლობა კონკრეტულ ადგილებში და იქ მაინც მიმდინარეობს მშენებლობა. არ არსებობს ასეთი. ან სხვა ადგილები ავიღოთ. თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს, თუნდაც უხვი ნალექიდან გამომდინარე, გვაქვს ამის სამწუხარო მაგალითები, თუმცა ამ კონკრეტულ სივრცეებში არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ჟვანიას ქუჩის მაგალითიც მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

„სადაც არ შეიძლება მშენებლობა, არის მითითებები გაცემული და ჩვენც ვიცით, რომ ის კონკრეტული არეალი შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს - მაგალითად, ჟვანია ქუჩა შემიძლია გითხრათ, სადაც უამრავი მშენებლობა ხორციელდებოდა, თუმცა 2017 წელს, როდესაც მე ქალაქის მერად ამირჩიეს, დავიწყეთ მთელი რიგი კვლევების ჩატარება და იქ გაცემული ნებართვები, განაშენიანების რეგულირების გეგმები, ყველაფერი იქნა დაბლოკილი და შეჩერებული, იმიტომ, რომ იმ სივრცეში არ შეიძლება მშენებლობა. ეს დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics