|
2024-06-03 12:26:23, 448 ნახვა
პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს
პარტიია "გახარია საქართველოსთვის" საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" ხელს არ მოაწერს. "გახარია საქართველოსთვის" პოზიცია პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ცოტა ხნიის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. ლილუაშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" "სრულად უერთდება "ქართული ქარტიით" გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე", თუმცა "ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის". როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გუნდი "ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს ვერ მოაწერს". "გვსურს, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული "ქართული ქარტიით" გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე. რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს. გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთი მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად. არჩევნების დაცვის და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში, პრეზიდენტის როლი, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის, არის გადამწყვეტი. პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად. 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები მშვიდობიანად დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე",- აღინიშნა ბრიფინგზე. შეგახსენებთ, დღეს, 3 ივნისს პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" მოაწერენ ხელს. ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" 26 მაისს შესთავაზა. რას გულისხმობს ინიციატივა, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)