|
2024-06-03 12:17:48, 320 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო. ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა, ასოციაციის „ღვინო ბოლნისი“ ინიციატივით უკვე მეორედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფესტივალი საქართველოში ერთადერთია, რომელშიც მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მწარმოებლები მონაწილეობენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ წარმატება უსურვა ფესტივალს და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ალტერნატიული ბაზრების მოძიება. ამ მიზნის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები, რომლებიც ხელს უწყობს ღვინის პოპულარიზაციას. ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფესტივალი განსხვავდება სხვა ფესტივალებისგან იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს მასპინძლობს, თუმცა, პოპულარიზაციას უწევს როგორც ზოგადად ქართულ ღვინოს, ისე, რა თქმა უნდა, ადგილწარმოშობის ღვინოებს. იმედი მაქვს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. ფესტივალს დაესწრნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან უჯმაჯურიძე. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ფესტივალს სპეციალურად მოწვეული სომელიეები, ღვინის ექსპერტები და ჰორეკას სექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დღეისათვის, საქართველოში 29 ადგილწარმოშობის ღვინოა რეგისტრირებული, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს. ფესტივალის ფარგლებში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით ჩატარდა ადგილწარმოშობის ღვინოების კონკურსი. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრებმა ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ღვინოები გამოავლინეს. კონკურსის ჟიურის „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2021-ის“ გამარჯვებული ჯაბა ძიმისტარაშვილი ხელმძღვანელობდა; ჟიურის შემადგენლობაში იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. კონკურსზე წარდგენილი 51 კომპანიის 88 ნიმუშიდან 10-მა ოქროს, ხოლო 38-მა ვერცხლის მედალი მიიღო. გამარჯვებული ღვინოები ფესტივალზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის წარმდგენია კომპანია „არემჯი“, მხარდამჭერები - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ბოლნისის აგროცენტრი, ხოლო პარტნიორი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრებiს ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ იყო. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)