|
2024-06-02 15:27:51, 366 ნახვა
ეკონომიკა
რა იწვევს ქვეყანაში ვალუტის კურსის ცვლილებებს
ვალუტის კურსი გადამწყვეტ როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მყარია თუ სუსტი ქვეყნის ეროვნული ვალუტა, საბოლოოდ, ეს განსაზღვრავს სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასებს, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის როლსაც. რა ფაქტორები იწვევს ვალუტის ღირებულების ცვლილებას 1. ეკონომიკური ფაქტორები: ეკონომიკურ ფაქტორებში იგულისხმება როგორია შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკა ქვეყანაში, დასაქმების მაჩვენებელი თუ სხვა - ყველაფერი, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ვალუტის კურსის ღირებულებაზე. სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომელთა სიაში საქართველოც მოიაზრება, ვალუტის კურსი სუსტია და არსებობს გაუფასურების და ინფლაციის რისკები. ამის საპირისპიროდ, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტა ძლიერია და უფრო მეტად გაძლიერებისკენ არის მიმართული. 2. საპროცენტო განაკვეთი: შესაძლოა გაგიჩნდეს კითხვა, რა როლი აქვს საპროცენტო განაკვეთს ვალუტის კურსის განსაზღვრაში, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. საპროცენტო განაკვეთს ქვეყანაში ადგენს ეროვნული ბანკი, რაც გავლენას ახდენს კონკრეტულ ვალუტაში დომინირებული ინვესტიციების ანაზღაურებაზე. საპროცენტო განაკვეთის კოეფიციენტს შეუძლია მოიზიდოს უცხოური კაპიტალი, შესაბამისად, გაზარდოს მოთხოვნა ვალუტაზე და გაზარდოს მისი ღირებულება. 3. პოლიტიკური სტაბილურობა: პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში, ცხადია, რომ ინვესტიციების მოზიდვა ვერ ხდება, რადგან ინვესტორებს ნდობა არ აქვთ. ამიტომ, რაც უფრო სტაბილურია ქვეყანა პოლიტიკურად, ინვესტორების ნდობაც იზრდება და დაინტერესებაც. საბოლოოდ, ეფექტური მმართველობა, სტაბილურობა და უცხოური ინვესტიციები იწვევს ვალუტის გამყარებას და დადებითად აისახება ვალუტის ღირებულებაზე. 4. ინფლაციის მაჩვენებლები: ინფლაციის დაბალი მაჩვენებლები, როგორც წესი, დაკავშირებულია ძლიერ ვალუტებთან. ცენტრალური ბანკები მიზნად ისახავენ სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებას, რადგან მაღალი ინფლაცია ამცირებს ვალუტის მსყიდველუნარიანობას. 5. ქვეყნის სავაჭრო პოტენციალი: სავაჭრო პოტენციალში იმპორტი და ექსპორტი მოიაზრება. სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის გავლენას ახდენს ვალუტის ღირებულებაზე. ქვეყნებში, სადაც იმპორტი ექსპორტს აღემატება, ვალუტა ძლიერია. ხოლო თუ იმპორტი უფრო მეტია ვიდრე ექსპორტი, ეს ვალუტას ასუსტებს. 6. ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები გაცვლითი კურსის რყევებს იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ გარემო არასტაბილურია, გაცვლითი კურსები ექვემდებარება უწყვეტ რყევებს. ინფლაციის თავიდან არიდების და ვალუტის კურსის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანა აცნობიერებდეს რისკებს და ზრუნავდეს უკეთესი ეკონომიკური გარემოს შექმნაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალური მასშტაბით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)