|
2024-06-02 12:02:47, 867 ნახვა
სპეციალური ანონსი
„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ - დღეს, თბილისში აქცია-კონცერტი გაიმართება
"მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" - ამ ლოზუნგით დღეს, 2 ივნისს თბილისში აქცია-კონცერტი გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქველმოქმედო კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე დაიწყება. "საერთო მიზნისთვის ბრძოლაში ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს. საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად. ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენ თანამებრძოლებს და ერთად შევაგროვოთ ჯარიმების თანხა",- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)