11:00 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-02 10:39:46, 482 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ბოლო პერიოდში, EU-ის და აშშ-ის დაფინანსება ტერორთან ასოცირდება - ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ყველა დონის წარმომადგენელს

ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის" მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის „სირცხვილია" წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ".     

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს".

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება. ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის",- წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics