|
2024-06-01 15:42:58, 354 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო - კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს
ეკონომიკის სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ინვესტორის შერჩევის კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის შესახებ და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფორმაციაში მითითებული კომპანია CCCG არ მონაწილეობს ზემოთაღნიშნულ კონკურსში და ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს. „გვსურს გამოვეხმაუროთ მედიის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ინვესტორის შერჩევის კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ინფორმაციაში მითითებული კომპანია CCCG არ მონაწილეობს რაიმე სახით ზემოთაღნიშნულ კონკურსში და ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს. განვმარტავთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური). აღნიშნულ კონსორციუმსა და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებზე ეკონომიკის სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიზირებული კამპანია, მათ შორის, კონკრეტული მედიასაშუალებების ჩართულობით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)